საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ. მ. ფართი გადასცა, რომელიც პეტრიაშვილის 7 ნომერში მდებარეობს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 11 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია უძღვებოდნენ. პრესკონფერენციას ცხინვალის თეატრის დასის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ცხინვალის თეატრის დასის წევრებს ახალი შენობის გადაცემა მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ მრავალწლიანი ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებით თეატრს სრულფასოვანი პროფესიული საქმინობის განხორციელების საშუალება მისცა.