15 სექტემბერს საქართველოს გერმანიის სახელმწიფო ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლობის ჟურნალისტების, გაზეთების რედაქტორების, კორესპოდენტების, პარტიების, ფონდების პრესსამსახურებისა და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების 25-კაციანი ჯგუფი ესტუმრება.
ვიზიტი საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყნის განვითარების ტენდენციების გერმანულ და ევროპულ მედიაში გაშუქებას ისახავს მიზნად.
10 დღის განმავლობაში ჟურნალისტები ქართველ პოლიტიკოსებს, ეკონომიკისა და კულტურის წარმოამდგენლებს შეხვდებიან. შეისწავლიან საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაეცნობიან აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს.
18 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრა თელავში. შეხვედრის თემა ქართული ღვინის ექსპორტი, პერსპექტივები და ახალი ბაზრის ძიება იქნება.
სტუმრები საქართველოში 25 სექტემბრამდე დარჩებიან.
გერმანელი ჟურნალისტების მოგზაურობა საქართველოში ასეთი მისიით, პირველად 2007წლის ივნისში შედგა.