დღეს, 9 მარტს, 16:00 საათზე, ორთაჭალის ავტოსადგურთან (ხიდის მხრიდან), „ლეიბორისტული პარტიის“, უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით, ტაქსის მძღოლები აქციას გამართავენ. იგი აღნიშნული ადამიანებისათვის საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის შეწყვეტის მოთხოვნით გაიმართება და მასზე ასევე დასახელებულ იქნება აღნიშნულის კორუფციული მიზეზები.