205 წლის წინ ცნობილი უკრაინელი პოეტი ტარას შევჩენკო დაიბადა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თანამედროვე უკრაინული ლიტერატურისა და, უმეტესწილად, თანამედროვე უკრაინული ენის საფუძველს წარმოადგენს. შევჩენკო ასევე წერდა რუსულად და დატოვებული აქვს მრავალი ხელოვნების ნიმუში როგორც მხატვარსა და ილუსტრატორს.
1840 წელს შევჩენკომ უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა პოემა „კობზარი“, რომელიც გახდა ახალი ხანის დასაწყისი უკრაინულ ლიტერატურაში. მომდევნო წელს გამოაქვეყნა მეორე პოემა „ჰაიდამაკები“. თავის შემოქმედებაში შევჩენკო უკრაინის გმირულ წარსულს უპირისპირებს უღიმღამო აწმყოს და ცდილობს თანამედროვეებში გააღვიძოს სამშობლოს სიყვარული. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით არის გამსჭვალული შევჩენკოს პოემები „კავკასია“, „დიდი აკლდამა“ და მრავალრიცხოვანი ლექსები.