გენერალურმა პროკურატურამ იმ წერილის ასლი გამოაქვეყნა, რომელიც თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო:
"
- დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით, და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს;
- ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.
ყველა წინაპირობის გარეშე:
- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
- მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენს, მათ ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი)
- არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
- ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე;
- წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შდა და საერთაშორისო მომხმარებლებისათვის."