ბათუმის ნავსადგურში თურქული სამხედრო გემები - „TCG FATİH“ და „TCG KILIÇ“ შემოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი წვრთნები თურქული გემების ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლების მონაწილეობით.
გემები ორი დღის განმავლობაში საჯარო ვიზიტებისთვის გაიხსნება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.