გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის ინიციატივით, "2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ბორჯომის რაიონში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდში ნახანძრალ ფართობებზე არსებული მდგომარეობის შემფასებელი" რომლის პირველი სამუშაო შეხვედრა ბორჯომში გაიმართა.
კომისიის წევრებმა ხანძრის 2 წლის შემდგომი მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს, წაღვერსა და დაბაში ის ფართობები დაათვალიერეს, სადაც ყველაზე ძლიერი დაზიანება აღინიშნებოდა. ასევე, სპეციალისტებმა ანალიზების ჩასატარებლად ნიადაგის ნიმუშებიც აიღეს.
კომისია, რომელიც მეცნიერების, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება, ერთი თვის ვადაში არსებული სიტუაციისა და მდგომარეობის შეფასების შესახებ დასკვნას წარმოადგენს.