თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გულია გოცირიძის ინიციატივით, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელიც გლდანის მოსწავლეთა პროფესიული მომზადების ცენტრში გაიმართა, რაიონში მცხოვრები სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული მრავალშვილიანი დედები მონაწილეობდნენ, შეკრებილ საზოგადოებას თავისი შემოქმედება გააცნეს. მრავალშვილიან დედებს გაზაფხულის დღესასწაულები საკრებულოს დეპუტატებმა, თინათინ ნიბლოშვილმა, ნინო ლაცაბიძემ, ოთარ გრიგოლიამ,ირაკლი ზარქუამ, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და გამგებლის მოადგილემ ნანა ციმაკურიძემ მიულოცეს.
,,ქალბატონების მხარდაჭერა და თანადგომა ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო ეს დღე. დღევანდელი საღამოს მიზანი კი, გლდანის რაიონში მცხოვრები ნიჭიერი ქალბატონების დახმარებაა, “–განაცხადა გულია გოცირიძემ.
ღონისძიებაში გლდანის ლუწ მიკრო რაიონებში მდებარე საჯარო სკოლებისა და ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საღამო სამშენებლო კომპანია – ,,ალიანს კონტრაქშენსის“ მხარდაჭერით გაიმართა.