117 წლის წინ საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი დაარსდა. ლეგენდარული კლუბი 1902 წლის 6 მარტს ჩამოყალიბდა.
„რეალი“ არის ერთ-ერთი წარმატებული კლუბი ესპანეთში. ის ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს გავარდნილა. 1950-იანებში კლუბმა თავი ევროპულ და ესპანურ ფეხბურთში მთავარ ძალად დაიმკვიდრა. 1980-იანებში კლუბს ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა (ცნობილი, როგორც La Quinta del Buitre), მოიგო რა 2 უეფა-ს თასი; 5 ესპანეთის ჩემპიონატი (ზედიზედ); 1 ესპანეთის თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი.
გუნდის ტრადიციული ფორმა თეთრი ფერისაა, თუმცა, ხანდახან, ლურჯიც აქვს შერეული. კლუბის გერბი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ახლანდელი გერბი 1920-იანების გერბის ადაპტაციაა. „რეალის“ საშინაო არენა 80 354-ადგილიანი „სანტიაგო ბერნაბეუ“ არის, რომელიც მადრიდის ცენტრში მდებარეობს და კლუბის მთავარი არენაა 1947წლიდან. ბერნაბეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალების სტადიონი იყო 1957, 1969, 1980 და 2010 წლებში.
„რეალს“ აქვს ხანგრძლივვადიანი მეტოქეობა ბევრ კლუბთან, განსაკუთრებით „ბარსელონასთან“, რომელთანაც მატჩებს „ელ კლასიკო“ ეწოდება. ბევრი ევროპული კლუბისგან განსხვავებით, „რეალს“ მართავდნენ კლუბის წევრები დაარსებიდანვე.