თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ნოზაძემ გამოაცხადა.
მირზა სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობლობას ითვალისწინებს. თუმცა პროცესზე წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდა 375-ე მუხლით და სასამართლომ დამნაშავედ დანაშაულის დაფარვაში სცნო.
ცნობისთვის, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი კი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. მას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2018 წლის 10 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.