მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველოში დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება. აღნიშნულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა „რადიო იმედის“ ეთერში განაცხადა.
ბეზარაშვილის თქმით, დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნითა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
დღეს არსებული მდგომარეობით, დასაქმების პოლიტიკას სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ახორციელებს.