„ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა. ბატონი ბიძინა გახლავთ წამყვანი მმართველი პარტიის თავმჯდომარე და მე თვითონ ჩავთვალე სასურველად რომ იგი იყოს საქმის კურსში თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი [აბაშიძე-კარასინი] დიალოგი, მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „პირველი არხის“ გადაცემა „ახალ კვირაში“ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
ზურაბ აბაშიძის თქმით, პრაღის შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მას ჰკითხა, „თუ რითია გამოწვეული ეს აჟიოტაჟი, რაც მისი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას მოჰყვა“.
„ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს გახლავთ ჩვენი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი“, - ასე უპასუხა ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინის შეკითხვას.