ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გადაადგილების დროს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილები არ უნდა დაჯარიმდეს. "ევროპული საქართველოს" აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დავით ბაქრაძე რაიონებში, მოსახლეობას აცნობს.
"სოფელში მცხოვრები რეგისტირებული მანქანებისთვის, გლეხებისთვის მოიხნას ის პრობლემები, ის ჯარიმები, რომელსაც აკისრებს დღეს ტექდათვალიერების გაუვლელობა და ეს ყველაფერი დარეგულირდეს იმგვარად, რომ ადამიანებს არ შეეშინდეთ საკუთარ ვენახში მანქანით წასვლა.
ჩვენი, ამოცანაა ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ჩვენი ინიციატივა არ ეხება თბილისს ვინაიდან თბილისში დგას ძალიან მწვავე ეკოლოგიური პრობლემა, თბილისში ტექდათვალიერება უნდა დარჩეს. ჩვენი ინიციატივით უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების წესები ცენტრალურ გზაზე და ავტობანზე , მაგრამ თითოეულ იმ ავტომობილს ,რომლითაც გლეხი გადაადგილდება არაცენტრალურ გზებზე, რომლითაც გლეხი გადაადგილდება რაიონში ,რომლითაც გლეხი გადაადგილდება თავის საკუთარ ვენახში, თითოეულ ასეთ ავტომობილს, უნდა მოვუხსნათ პრობლემა და უნდა მივცეთ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.