საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსწავლეებს განსაკუთრებით კი 1-ელ კლასელებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. 3000 პირველ კლასელი და ათოსანი მეათე კლასელები პრეზიდენტის საჩუქარს - ნოთბუქს მიიღებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მინდა ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით 1-ელ კლასელებს მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ 3000 1-ელ კლასელი პრეზიდენტის საჩუქარს - ნოუთბუქს მიიღებს. 1-ელ კლასელები ნოუთბუქებს მიიღებენ ბათუმში და ზუგდიდში სრულად, ნაწილობრივ ქუთაისის და თბილისის საპილოტო სკოლებში. მომავალი წლიდან კი 1-ელ კლასელებს პრეზიდენტი გაცილებით მეტ ნოუთბუქს გადასცემს", - განაცხადა პრესსპიკერმა და დასძინა, რომ პრეზიდენტის გადწყვეტილებით, ყველა მეათე კლასელი ათოსანი მოსწავლეც საჩუქრად ნოუთბუქს მიიღებს.