2011 წლის მარტიდან, პედაგოგებისთვის ინგლისურის და კომპიუტერის კურსები იწყება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"როგორც იცით ჩატარდა პედგოგთ სერთიფიკაციის გამოცდები და სერთიფიცირებულ პედაგოგებს ხელფასზე 75 ლარი დაემატებათ. მომავალი წლის მარტიდან ვიწყებთ კომპიუტერის და ინგლისურის კურსების მასწავლებლებისთვის, სადაც წარმატების შემთხვევაში პედაგოგებს სახელფასო დანამატი - 200 ლარ იქნება", - განაცხადა მანჯგალაძემ.