ანაკლიის პორტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან მასში ამერიკული კომპანიები მონაწილეობენ, - განაცხადა მედიასთან აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ქუთაისში სკოლის სარეაბილიტაციო პროექტის გახსნაზე.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ის არის საჭირო საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. პორტი დაეხმარება საქართველოს სრულად აითვისოს საკუთარი პოტენციალი და გახდეს ვაჭრობის, ლოგისტიკისა და კომერციული საქმიანობის ცენტრი, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ისე მის მიღმა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან მასში ამერიკული კომპანიები მონაწილეობენ“, - განაცხადა ელჩის მოადგილემ.