ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის, ინფორმაციით, ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე - ფრაქცია.
კვაჭანტირაძემ 26 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები ძალიან საწყენი და უსიამოვნოა.
დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. უმრავლესობიდან გასვლას გეგმავენ ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟლიანი და მისი ფრაქციის რამდენიმე წევრი.