დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მარტში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა, შესაძლოა, მოიმატოს.
„საქართველოში პიკი დეკემბრის ბოლოს გვქონდა, მაგრამ ევროპის რიგ ქვეყნებში პიკური მაჩვენებლები ახლა ფიქსირდება, რადგან ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ, გამორიცხული არ არის გარკვეული ტალღები მარტშიც დაფიქსირდეს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს და დაიცვას ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს. ჯერ წამყვანი ისევ „ღორის გრიპია“ (H1N1), რაც ქვეყანაში ცირკულირებს, თუმცა H3 და B ტიპის ვირუსებიც გამოჩნდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.