საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰამ ალიევი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია. ბათუმის კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოვიწვიე ბათუმის კონფერენციაზე, სადაც ძალიან დიდი ალბათობით, ტრანსპორტის საკითხი ცენტრალური თემა იქნება და, სადაც შეიძლება, წარვადგინოთ ჩვენი ერთობლივი ხედვა ამასთან დაკავშირებით. ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, რომ შეიძლება, ერთობლივი დელეგაცია ეწვიოს ჩინეთს და იქ წარვადგინოთ ერთობლივი ხედვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს ბაქოში, „ზაგულბას“ სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ.