ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სებ-ის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს სამარცხვინოს უწოდებს. გიგი უგულავამ facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელზედაც კობა გვენეტაძეც მონიშნა და დაწერა "Koba Gvenetadze ყველაზე სამარცხვინოა სამარცხვინოთა შორის".
"პ.ს. ერთ თვეში ნინო გვენეტაძესავით მაგ თანამდებობიდან, რომ გაიპარებით (ზუსტად ვიცი, რომ აპირებთ) საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერცერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას. დღევანდელი დღის "სურნელს" და სუსხს კიდევ დიდი ხანი იგრძნობთ", - წერს უგულავა.