მკვეთრ სინათლეს შემთხვევათა 40%-ში შეუძლია შაკიკის შეტევების პროვოცირება. პროფესორი ბრიუს ევანსი ოპტიმეტრიის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ შაკიკს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სინათლის განსხვავებული ეფექტები იწვევს. თუმცა, ყველაზე ხშირად ეს ხდება განმეორებით ნათების ან ძალიან მაღალი კონტრასტულობის არსებობის დროს.
საქმე ტვინის ჰიპერმგრძნობელობაშია. გარკვეულწილად დაგვეხმარება ჩვეულებრივი მუქი ფერის სათვალეები. სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ფერადლინზებიან სათვალეს. სწორედ ფერს შეუძლია შეამციროს ტვინის აგზნება შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობის შემთხვევაში.
კოლორიმეტრია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის, როგორ აღიქვამს ტვინი ფერებს. უნდა აღნიშნოს, რომ ის უკვე გამოიყენება ეპილეფსიისა და დისლექსიის მკურნალობის პროცესში. ამჯერად მიჩიგანის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ფერების გამოყენება შაკიკის მკურნალობის საქმეში.
მათ გააანალიზეს ტვინის სკანირების შედეგები და ტვინის ვიზუალურ ნაწილში გამოავლინეს მომატებული აქტივობა მაშინ, როდესაც ადამიანები უყურებდნენ სხვადასხვა გამოსახულებებსა და კონტრასტულ ფერებს. როდესაც მოხალისეები ხმარობდნენ სათვალეს ფერადი ლინზებით, ეს აქტივობა მცირდებოდა. ექსპერიმენტის მონაწილეთა 70%-მა განაცხადა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. სამწუხაროდ, უნივერსალური ფერის ლინზა არ არსებობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ლინზის შერჩევა წარმოებს ცდისა და შეცდომების მეთოდის გამოყენებით.