26 თებერვალს, 11:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას - ,,არასათანადო მოპყრობის პრევენცია და რეაგირება მომხდარ ფაქტებზე“.
ანგარიშში გაანალიზებულია არასათანადო მოპყრობის ის საქმეები, რომელთა იდენტიფიცირებაც საიამ 2017-2018 წლებში მოახდინა. ანგარიში ასევე მიმოიხილავს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს, რომლებიც არსებითად უშლის ხელს არასათანადო მოპყრობის საქმეების ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებასა და პრევენციას.