ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების პირველი ცვლილება, მშვიდობიანი და არჩევნების გზით, რომელსაც არ მოჰყვება მასობრივი გასამართლებები, თუნდაც კონკრეტული დანაშაულისთვის, თუ არ არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გადაცემა „აქცენტებში“
“კატეგორიულად მიუღებელია რომელიმე პოლიტიკური ძალისგან იმის თქმა, რომ მერე გაასამართლებს. ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი გზავნილი იქნება. მე უფრო შორსაც კი წავიდოდი, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების პირველი ცვლილება, მშვიდობიანი და არჩევნების გზით, რომელსაც არ მოჰყვება მასობრივი გასამართლებები, თუნდაც კონკრეტული დანაშაულისთვის, თუ არ არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი. ასე მოიქცნენ ის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის, რომლებიც გამოვიდნენ ჭაობიდან, იმიტომ, რომ როცა გაქვს სუსტი ტრადიცია სასამართლო დამოუკიდებლობის და კანონის უზენესობის, ყოველთვის არის ხიფათი, რომ მასობრივი გამოძიებები და დასჯები გადაიზრდება პოლიტიკური მოტივში“, - თქვა ბოკერიამ.