საქართველო შეიცვალა, თუმცა ჩვენ მოსახდენი დაგვრჩა ბოლო - ცნობიერების რევოლუცია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შეიცვალა, მაინც ბევრი რამ რამ არის გასაკეთებელი.
„ჩვენ მოსახდენი დაგვრჩა ბოლო - ცნობიერების რევოლუცია. ქართული ბიუროკრატიის ძირითადი პრობლემა ინიციატივის ნაკლებობა და პასუხისმგებლობის შიშია. ეს ნაკლებად ეხება კერძო სექტორს, რომელიც დინამიური და თითქმის გაევროპელებულია, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სექტორი კვლავ მძიმეა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ საჯარო სამსახურის დასაცავად ისეთი კანონები დავნერგეთ, რომელთაგან გათავისუფლება საფრანგეთსაც კი სურს! მაგალითად: მე ვალდებული ვარ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავტოვო ძველი თანამშრომლები, მაშინ, როდესაც ჩემი გუნდი მჭირდება!“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.