სიმართლე არ არის, რომ ივანიშვილი რუსეთის წყალქვეშა ხომალდია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში
მისი თქმით, ივანიშვილის შემთხვევაში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ის პრორუსულია.
„სიმართლე არ არის, რომ ივანიშვილი რუსეთის წყალქვეშა ხომალდია. ის უდავოდ მნიშვნელოვანია. მან დააფინანსა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი რეფორმები, კონკრეტულად კი, არმიისა და პოლიციის რეფორმები. შემდეგ კი პოლიტიკაში ჩაერთო. მაგრამ, 2012 წლიდან მოყოლებული, სააკაშვილის შემთხვევისაგან განსხვავებით, ივანიშვილის შემთხვევაში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ის პრორუსულია. სააკაშვილმა რუსეთს მიჰყიდა ქვეყნის დიდი სტრატეგიული ობიექტები, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიმართულებით. (ახლა კი) ევროპა საქართველოსთვის გახდა თურქეთსა და რუსეთზე უფრო მნიშვნელოვანი ძირითადი პარტნიორი“, - თქვა ზურაბიშვილმა.