ჩვენ, გარკვეულწილად, ევროპის ენთუზიასტი უკანასკნელი მოჰიკანები ვართ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველო ევროპაში ნაწილ-ნაწილ უნდა შევიდეთ: ევროპა განათლებაში, კულტურაში, ტრანსპორტში... ყველა იმ მიმართულებით, რომლებშიც საქართველო მზადაა.
„ჩვენ, გარკვეულწილად, ევროპის ენთუზიასტი უკანასკნელი მოჰიკანები ვართ. ჩვენი 80% ფიქრობს, რომ ერთადერთი შესაძლო გზა ევროპაა. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ჩვენ რუსული პროპაგანდა გვიტევს, რომელიც, თავისი ყალბი ახალი ამბებითა და სოციალური ქსელებით, ვერაგ ანტიევროპულ კამპანიას ეწევა. საქართველო წინააღმდეგობას უწევს, იმიტომ, რომ ის ნაწილობრივ იმუნიზებულია პროპაგანდის წინააღმდეგ და, ასევე, იმიტომ, რომ გვაქვს კონკრეტული წინსვლა, პარტნიორობის, ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის გამო. ევროპაში ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, ნაწილ-ნაწილ უნდა შევიდეთ: ევროპა განათლებაში, კულტურაში, ტრანსპორტში... ყველა იმ მიმართულებით, რომლებშიც მზად ვართ“, - თქვა ზურაბიშვილმა.