"ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. როგორც დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ შეხვედრის დარულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, გუნდიდან არავინ გაურიცხავთ. მისი თქმით, არავის გარიცხვის საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა.
„როგორც ქუხს, ისე არ წვიმს, მოგეხსენებათ და ასეა ამჟამადაც. იყო შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან გარკვეული ჯგუფის ჩვენი და იყო ძალიან საქმიანი, გულწრფელი და ძალიან ბევრ პრობლემაზე მოხდა პირუთვნელი საუბარი. არავინ არავის არ გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომელიც არის და ჩვენ ამაზე ინფორმაციაც გავიგეთ, გვქონდა საუბარი და საერთოდ პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ ასე უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს,“ - განაცხადა ქანთარიამ.