"არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ წამებით მოკლა, მაგრამ ვერ დაამარცხა", - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
"მე, როგორც პრეზიდენტი და როგორც დედა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს და ამავდროულად, მადლობას ვუხდი არჩილ ტატუნიშვილის ოჯახს, ასეთი გმირის გაზრდისთვის. დღეს ჩვენი ქვეყანა არჩილზე და მისნაირ გმირებზე დგას", - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.