საეკლესიო და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დემოგრაფიის საკითხებზე იმსჯელეს. საპატრიარქოს ინიციატივით, კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუცლად მყოფი ჩანასახის სამოქალაქო სტატუსის განსაზღვრა მოხდება, ამის შემდეგ კი აბორტის მსურველი ქალის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება.
„ჩვენი შეხვედრის მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ბავშვის სტატუსი განისაზღვროს, რომ ის წარმოჩნდეს და მისი სტატუსი განისაზღვროს, როგორც ჩანასახში არსებული პიროვნების. ასე არის ქრისტიანულადაც, ასე არის საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ კონსტატირებული და ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ. თანამედროვე მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა მამა გიორგიმ ფირცხელანმა რუსთავი 2-თან საუბარში.