სწორედაც საფრანგეთისთვის გასაზიარებელი ის გვაქვს, რომ საქართველო არის ერთგვარი საცავი ევროპული ღირებულებებისა, რომლებიც მან შეუძლია გაუნაწილოს ევროპას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიო RTL-თან ინტერვიუში
„სწორედაც საფრანგეთისთვის გასაზიარებელი ის გვაქვს, რომ საქართველო ეს არის ერთგავრი საცავი ევროპული ღირებულებებისა, რომლებიც მან შეუძლია გაუნაწილოს ევროპას. დღეს საფრანგეთი საქართველოს მთავარი მოკავშირეა ევროპაში. საქართველო კი საფრანგეთისთვის, კერძოდ, მაკრონის საფრანგეთისთვის არის ევროპის ერთ–ერთი უკანასკნელი გულმხურვალე მხარდამჭერი და თქვენ ეს ნამდვილად გჭირდებათ“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ რომ საქართველო ნელ–ნელა უნდა შევიდეს ევროკავშირში, ყველა იმ სფეროში, სადაც „ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“.
„საქართველო ნაბიჯ–ნაბიჯ მიიწევს წინ ევროკავშირისკენ. პარტნიორობა, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ბაზრის გახსნა, ყველაფერი ეს თანდათანობით ხორციელდება რუსეთთან დაპირისპირების გარეშე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან. და მე ვთვლი, რომ სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ. თქვენ მკითხეთ, საჭიროა თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. მე მიმაჩნია, რომ საქართველო ნელ–ნელა უნდა შევიდეს ევროკავშირში, ყველა იმ სფეროში, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.