ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს შეუძლია ევროპას მოუტანოს, ეს არის ტოლერენტობის ტრადიცია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიო RTL-თან ინტერვიუში
„ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. გვყავს რელიგიური უმცირესობები მუსულმანების, ებრაელების სახით. სხვათა შორის, ახლა, იმის გათვალისწინებითაც, რაც საფრანგეთში ხდება, ალბათ, უპრიანია ვახსენო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს შეუძლია ევროპას მოუტანოს, ეს არის ტოლერენტობის ტრადიცია. ებრაული რელიგიის წარმომადგენლებმა იცხოვრეს საქართველოში 26 საუკუნის მანძილზე და ამ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს შორის ერთი ინციდენტიც კი არ მომხდარა, არასოდეს. და სხვათა შორის, ისრაელში ჩვენი დიპლომატიური შეხვედრებისას ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ბოდიში არ აქვს მოსახდელი მათ წინაშე, იმიტომ, რომ ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. სხვათა შორის, ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ იუნესკოში თხოვნა არამატერიალურ ძეგლთა სიაში ქართული ტოლერანტობის შეტანის თაობაზე. ჩვენ ამით მოვდივართ ევროპაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.