ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა და პარალელურად ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა დააანონსა.
„დაველოდები მათ გადაწყვეტილებებს [კოლეგების], რომელთაც ისინი მიიღებენ უახლოეს დღეებში. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება ალბათ, უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უმრავლესობის დატოვების მიზეზი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნა გახდა.
კანონპროექტი "საერთო სასამართლოების" შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა, რომლის მიხედვით 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა დროებით უნდა შეჩერებულიყო.