ორ კვირაში სტამბოლში ჩამლიჯას მეჩეთი გაიხსნება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველზე დიდი რელიგიური კომპლექსი იქნება. მეჩეთი ერთდროულად 60 ათას მორწმუნეზეა გათვლილი.
მეჩეთი 6 წლის განმავლობაში შენდებოდა და მის გახსნა დაახლოებით 10-14 დღეში მოხდება.
მეჩეთის გახსნის ზუსტი დღე ამ დროისათვის ცნობილი არ არის, რადგანაც ის დამოკიდებულია ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მეჩეთის გახსნას უნდა დაესწროს.
მეჩეთი 15 ათას კვ/მ-ზეა გადაჭიმული და ექვსი მინარეთიდან ოთხი 107 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო ორი - 90 მეტრის.