საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) სოსო გალუმაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, PR სააგენტო "ჯეპრას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
ბ) გოდერძი შარაშია - ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი
გ) ბონდო მძინარაშვილი - ტელერადიოკომპანია "ობიექტივის" მთავარი რედაქტორი
დ) ეთერ (ბაია) გადაბაძე- მედიამენეჯერი
ე) ნინო ახვლედიანი - ჟურნალისტი, ქართული სახვითი ხელოვნების ხელოვნების მუზეუმის PR ხელმძღვანელი
ვ) სალომე უგულავა - ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა "ტაბულის" მთავარი რედაქტორი
ზ) ერმილე მესხია - ბათუმი ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
თ) დავით ცხადაძე - კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე
ი) ნათია კუპრაშვილი - თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე.