საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩავარდა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
რეზოლუციის პროექტს ხმა 45-მა დეპუტატმა მისცა, 16 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.
„რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას. რეზოლუციის პროექტში ჩამოთვლილია სააკაშვილისა და ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დამყარებული დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ქმედება. ამასთანავე, რეზოლუციის შესაბამისად, ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს და სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები“, - აღნიშნულია რეზოლუციის პროქტში.