საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით ჩავარდა ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი "საერთო სასამართლოების" შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებას.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, წინააღმდეგ 17 წავიდა, შესაბამისად, კანონპროექტმა პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეა. პროექტის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.