ალბათ ბოლოჯერ მოგმართავთ უმრავლესობის სახელით - ასე დაიწყო პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ თავისი დასკვნითი სიტყვა პარლამენტის პლენარულ სხომადზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ეკა ბესელიამ ტრიბუნიდან მიმართა ირაკლი კობახიძეს და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შეურაცხყოფა მიაყენა კოლეგებს, რომლებიც დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც რეალურად თავად იცავს მთელი ამ დროის განმავლობაში.
"ყველას ბოდიშს გიხდით ირაკლი კობახიძის სიტყვების გამო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.