20 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა წარადგენენ ახალ ინიციატივას, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების - მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას ემსახურება.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.
მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: ლუიზა ვინტონი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, კატალინ გერმანი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე - საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, დავით ასათიანი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, სოფო ტყემალაძე - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე, და ბექა ინჯია - საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი.