საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ბრწინვალების ორდენი პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძეს ქუთაისში, კადეტთა კორპუსის გახსნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე გადასცა.
მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბურჭულაძე არის დიდი ქართველი მომღერალი. ამასთან, სააკაშვილმა დასძინა, რომ ის მიესალმება იმ საქმეებს, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ახორციელებს და საზოგადოებას და მედიას ამ საქმეებისადმი მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.