მაშინ, როდესაც თქვენ საუბრობთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე დასავლეთში, რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ამყარებს კონტროლს სტრატეგიულ ინტერესებზე ჩვენს სახელმწიფოში, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე ზურაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„ჩვენ მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრისგან, რომელიც დაგვპირდა რომ დააბრუნებს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზარზე, რუსეთს, გაზპორმს, რომელიც სიმწრით გავაგდეთ ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ანაკლიის პორტი ასევე უნდა გაკონტროლდეს რუსეთისათვის სანდრო ადამიანების მიერ, ისეთისგან, როგორც არის ქობალია ან გახარია, ან თქვენი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თავისი ბიზნესინტერესებით რუსეთს“, - განაცხადა სამადაშვილმა.