ის რომ საქართველოში მოხდა სახელმწიფოს მიტაცება კერძო ინტერესების მიერ, არის უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტი, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე ზურაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, არის უკიდურესად დიდი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სახელმწიფო ფაქტობრივად უქმდება.
„შემცდარია ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ეს საქმე არის კერძო დავა ოლიგარქსა და კერძო ბანკს შორის და არ ეხება თითოეული მოქალაქის მომავალს. კონკრეტულად ეს საქმე ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს სრული კონტროლი საფინანსო ინსტიტუტებზე და ფაქტიურად გახდეს ჩვენი სახელმწიფო ერთადერთი და მთავარი მევახშე. დიახ, მევახშე, სწორედ ამ სიტყვას გამოვიყენებ, იმიტომ რომ იქ, სადაც არ არსებობს კონკურენცია ფინანსურ სფეროში არის სწორედ მევახშეობა და დაპირებული უფასო ფულისა და კრედიტების ნაცვლად ჩვენ მოგვევლინება ერთადერთ მევახშედ ბატონი ივანიშვილი“, - განაცხადა სამადაშვილმა.