2010 წლიდან თბილისს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი ექნება.
ახალი ნაგავსაყრელის ამუშავების შედეგად დაიხურება გლდანისა და იაღლუჯას ნაგავსაყრელები, რომლებიც არასწორი ექსპლუატაციის შედეგია და იწვევს ქალაქის ეკოლოგიურ დაბინძურებას.
მაღალი სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელი ტერიტორიულად მოსახლეობისგან შორს განთავსდება. სამუშაო უკვე დაწყებულია.