პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე შეჩერდება რაიონულ (საქალაქო) და საპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორის, ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მოხდა ლუსტრირება და გამოჩნდა, რომ საზოგადოება სხვა მხარეს დგას, იუსტიციის საბჭო და კომიტეტის წევრთა ნაწილი კი სხვა მხარეს.
"იურიდიული კომიტეტის ის წევრები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს, იმ არგუმენტებს იშველიებდნენ, რასაც იუსტიციის საბჭო. ფაქტია, რომ საზოგადოება ერთ მხარესაა და მეორე მხარეს დგანან იუსტიციის საბჭო და კომიტეტის ეს წევრები. სესიაზე კიდევ ერთხელ მოხდება დეპუტატთა ლუსტრაცია. შემდეგი ნაბიჯი არის ხელმოწერები და კონსტიტუციური ცვლილება", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
კანონპროექტი ინიციატორები არიან - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი არიან. „ქართული ოცნების“ 9 დეპუტატი დეპუტატები დანარჩენ უმრავლესობას უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიის გამო დაუპირისპირდნენ.