თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ უარყო ინფორმაცია, თითქოს გიორგი გახარია მათგან წილების დათმობას ითხოვდა.
"აბსოლუტური სიცრუეა, მსგავსი თხოვნა არ ყოფილა არავისგან", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შს მინისტრი გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძების თიბისი ბანკის წილების დათმობას სთხოვდა.