დეკრეტულ შვებულებაში გასვლას პოლიტიკური თანამდებობის პირებიც შეძლებენ. მათთვის ამ შესაძლელობის მინიჭებას პარლამეტის წევრის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.
ცვლილების თანახმად, კანონპროექტში გაკეთება ჩანაწერი, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვისაც შესაძლებელია დეკრეტულ შვებულებაში გასვლა. პრიობები მათთვისაც იგივე იქნება, რაც გათვალისწინებულია დღეს საჯარო მოხელეებისთვს.
როგორც გოგორიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენ-თან" საუბრისას განმარტა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დღემდე ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა.
შეგახსენებთ რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან არჩევითი ორგანოს წარმომადგელები, რაც იმას ნიშნავს რომ პარლამენტარს და საკრებულოს წევრებს დეკრეტული შვვებულებები აქამდე ოფიციალურად არ ეკუთვნოდათ. ჩანაწერის გაკეთების შემდეგ კი მათ ეს უფლება იმავე პირობებით მიეცემათ, რაც აქვთ საჯარო მოხელეებს. ანუ ოთხი თვის განმავლობაში სამსახურში არგამოცხადება ჩაეთვლებათ საპატიოდ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ანაზღაურებაც მოხდება იმ პირობებით როგორც გათვალისწინებულია საჯარო მოხელეების შემთხვევაში.