თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობის გაპროტესტებას განაგრძობს. სოფლის მაცხოვრებლებმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, მაშინ პერმანენტულ აქციებს გამართავენ. მოსახლეობა არ გამორიცხავს შიმშილობის დაწყებასაც.
სამი სოფლის მოსახლეობა ხვალ, პირველ საათზე, ჭოგნარის ტერიტორიაზე აქციას გეგმავს.