საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ტაბიძეების ოჯახს ესტუმრა, სადაც წლის საუკეთესო მოსწავლე - 18 წლის ცოტნე ტაბიძე მოინახულა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მე-12 კლასელ ცოტნე ტაბიძეს წარმატებები მიულოცა და სახელმწიფოს მხრიდან სრული თანადგომა აღუთქვა.
ცოტნე ტაბიძემ წელს კანადაში ინფორმატიკაში გამართულ მსოფლიო კონკურსში ოქროს მედალი მოიპოვა. მსგავსი შედეგი საქართველოში ჯერ არც ერთ მოსწავლეს არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ მან გასულ წელს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო, ასევე ტაბიძეს ინფორმატიკის, ფიზიკის და მათემატიკის საერთაშორისო შეჯიბრებებში არაერთი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
ამასთან, კანადაში ინფორმატიკაში გამართულ მსოფლიო კონკურსში გამარჯვებისთვის განათლების და მეცნიერების სამინიტრომ ცოტნე ტაბიძეს ჯილდოდ 5000 ლარი გადასცა.