ილიაუნის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი რექტორის გიგა ზედანიას გადადგომას ითხოვენ. სტუდენტები რექტორის კაბინეტის წინ შიმშილობენ. ისინი აანონსებენ, რომ მოშიმშილეთა რიცხვი გაიზრდება.
სტუდენტები უნივერსიტეტში დაწყებულ რეფორმას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ, რომ ბიზნეს სკოლა არ გაუქმდეს და ძველი სახე შეინარჩუნოს.