საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულიპარტნიორობის კიდევ უფროგაღრმავებაზე, ბოლო პერიოდშიგანსაკუთრებით განვითარებულორმხრივ ურთიერთობებსა და აშშ-ისსენატში არსებულ ორპარტიულმხარდაჭერაზე ისაუბრეს საქართველოსპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათაკომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტისთავმჯდომარემ, სენატორმა რონჯონსონმა და სენატორმა ჯინ შაჰინმაშეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენისუსაფრთხოების კონფერენციისფარგლებში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა სენატორებსსაქართველოს აქტიურიმხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადადა აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთინათელი დადასტურებაა აშშ-ის სენატშისენატორ ჯინ შაჰინის თანაავტორობითშესული “კრემლის აგრესიისაგან ამერიკისუსაფრთხოების დამცავი 2019 წლისკანონპროექტი”, რომელშიც აშშ-ისკონგრესის სხვა, მრავალი წინამორბედისაკანონმდებლო დოკუმენტის მსგავსად,კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცემხარდამჭერი დებულებები.
საუბარი შეეხო საქართველოსოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმევითარებას, მათ შორის ადამიანისუფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებს.
სენატორებმა - შაჰინმა და ჯონსონმა მამუკაბახტაძესთან შეხვედრისას საქართველოსტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერადაადასტურეს და აღნიშნეს, რომ სენატშიშესული დოკუმენტი მიზნად ისახავს,რუსეთის აგრესიული ქმედებებისსაპასუხოდ, გაზარდოს მასზეეკონომიკური, პოლიტიკური დადიპლომატიური ზეწოლა.
ჯინ შაჰინმა და რონ ჯონსონმა მაღალიშეფასება მისცეს საქართველოს პროგრესსდემოკრატიული რეფორმების,ეკონომიკური განვითარებისა დაევროატლანიკური ინტეგრაციისმიმართულებით.
“ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრსდავუდასტურეთ, რომ აშშ-ის კონგრესშიდა მით უფრო სენატში, თქვენი ქვეყნისმიმართ დიდი ორპარტიული მხარდაჭერაარსებობს. გვახარებს ქვეყანაშიგანხორციელებული ცვლილებები დამათი უწყვეტი ხასიათი”, - განაცხადასენატორმა შაჰინმა.
საქართველოს მიერ ეკონომიკურიგანვითარების მიმართულებით მიღწეულპროგრესს გაუსვა ხაზი სენატორმა რონჯონსონმა და ყურადღება გაამახვილაქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისმხარდაჭერაზე.
“ყოველთვის გვაფიქრებს რუსეთისგეგმები და ქმედებები. გვსურს, გვქონდესსაპასუხო რეაქცია. ჩვენ აქ მოვედითიმისთვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ორპარტიულიმხარდაჭერა დაგვედასტურებინა”, -აღნიშნა სენატორმა ჯონსონმა.
შეხვედრას საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველიირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.