საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულიპარტნიორობის სიმტკიცეს და თავდაცვისადა უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანასშორის არსებულ თანამშრომლობას გაესვახაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმამუკა ბახტაძისა და აშშ-ის თავდაცვისმდივნის მოვალეობის შემსრულებელპატრიკ შანაჰანის შეხვედრაზე, რომელიცდღეს მიუნხენის უსაფრთხოების 55-ეკონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
განსაკუთრებით აღინიშნა ისუმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა,რომელიც საქართველოს აქვს ამერიკისშეერთებული შტატების მხრიდანსხვადასხვა სფეროში, მათ შორისდემოკრატიული ინსტიტუტებისგანვითარებისა და ჩრდილოატლანტიკურალიანსში ინტეგრაციის პროცესში.ისაუბრეს ამ მიმართულებითთანამშრომლობის გაღრმავებასა დაგაფართოებაზე, ასევე ერთობლივი თუმრავალეროვნული სწავლებებისინტენსიფიკაციაზე.
ამერიკული მხარის შეფასებით,საქართველო თავდაცვის სფეროშიმოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა.საუბრისას ასევე ხაზი გაესვასაქართველოს მნიშვნელოვან წვლილსსაერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაქართველი სამხედროების გამორჩეულსიმამაცეს.
შეხვედრას საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიადაესწრნენ.